ვებ გვერდები

From KDE UserBase Wiki
Revision as of 17:25, 19 May 2024 by Kokaia (talk | contribs) (Created page with "right|96px|ვებ გვერდები")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
ვებ გვერდები
ვებ გვერდები

KDE საზოგადოების ვებ გვერდერბი

ვებ გვერდერბი სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ზოგადი ინფორმაცია KDE-ს შესახებ. საიტები იმართებიან ან უშუალოდ KDE-ს მიერ ან არიან პირდაპირ აფილირებულები KDE-სთან

  • KDE პროექტის მთავარი გვერდი. აქ თქვენ იპოვით ზოგად ინფორმაციას KDE პროგრამული უზრუნველყოფის და KDE საზოგადოების შესახებ. ასევე ბევრ ბმულებს სხვადასხვა რესურსებზე.
  • KDE სიახლეები ანუ შემოკლებულად, The Dot. აქ შეგიძლიათ მიიღოთ ოფიციალურ KDE-სთან დაკავშირებული სიახლეები და შეტყობინებები.
  • Planet KDE. KDE დეველოპერების და თანამონაწილეების ბლოგების კრებული. აქ იხილავთ ინდივიდუალური პიროვნებების აზრს. შეიძლება ხანდახან შეიცავდეს შინაარსით KDE გარემოსთან დამოუკიდებელ პუბლიკაციებს.
  • KDE ფორუმი. KDE საზოგადოების ოფიციალური ფორუმი. მიიღეთ ან გაუწიეთ ონლაინ დახმარება. განიხილეთ პროგრამები ან იდეები. ან უბრალოდ KDE-ს მოყვარულებთან ერთან გაატარეთ დრო.
  • KDE საზოგადოების ვიკიპედია. დოკუმენტაცია და ტუტორიალები KDE დეველოპერებისთვის. საუკეთესო ადგილია KDE-ს განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად.
  • KDE Store აქ იპოვით მრავალ მესამე პირების მიერ შექმნილ თემებს, ხატულებს, ვიჯეტებს, და სხვა სახის რესურსებს Plasma და ასევე კონკრეტული პროგრამის დანამატს. KDE პროგრამების უმეტესობა შეიცავს ინტეგრირებულ ბრაუზერს კონტენტის მოსაძებნად და დასაყენებლად "Get New…" ღილაკზე დაჭერით. მიაქციეთ ყურადღება, რომ KDE არ ფლობს და არ ღებულობს მონაწილეობას store.kde.org-ის მართვაში, ის არის openDesktop პროექტის ნაწილი.

KDE პროგრამები

ზოგ KDE პროგრამას გააჩნია თავისი ვებ გვერდი. გთხოვთ აქ გადაამოწმოთ გააჩნია თუ არა კონკრეტულ პროგრამას თავისი ვებ გვერდი. პროგრამების კატალოგში იხილავთ პროგრამების სიას, რომლებსაც გააჩნია ვებგვერდი აქ, მომხმარებლის სივრცეში. KDE ოფიციალური პროგრამების სრული სია იხილეთ kde.org-ზე.

Information

არ დაგავიწყდეთ ტუტორიალების გვერდი KDE პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად